მისი საწყისები კი იტალიის პატარა ქალაქ ბარის უკავშირდება.
სწორედ ამ კლუბში გაითქვა მან სახელი. კასანომ ასევე ის გოლი გაიხსენა, რამაც შემდეგში წარმატება მოუტანა.
"17 წლამდე ვგრძნობდი, რა იყო შიმშილი. დედაჩემი მრეცხავად მუშაობდა და ჩვენი დღიური შემოსავალი 1-2 ევრო თუ იყო.
დედაჩემმა ჩემ გამო ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო.
მე ფეხბურთს ქუჩებში ვთამაშობდი და ასევე, მძიმე სამუშაოსაც ვასრულებდი, რათა ოჯახში მცირე თანხა შემეტანა.
არასდროს დამავიწყდება გოლი,
ამ გოლმა მე წარმატებული და მდიდარი გამხადა", - განაცხადა კასანომ.