იუბალირი ჯენარო გატუზო ამბობს, რომ ასე მუშაობას დიდხანს ვერ გაუძლებს

AutoSharing Option
ზუსტად 40 წლის წინ დაიბადა კალაბრიაში "მილანის" ამჟამინდელი მწვრთნელი ჯენარო გატუზო. როგორც კი ჩაიბარა, მაშინვე დაატყო ხელი გუნდს, თუმცა ეს ადვილი მისაღწევი როდია და თავისი გულისნადები იტალიელ ჟურნალისტებს გაუზიარა:

"ალბათ, არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ სამუშაოზე დარჩენა მინდა. თუმცკი, შესანიშნავად მესმის, ეს შედეგზე იქნება დამოკიდებული. ახალმა ინვესტორებმა გუნდში დიდი ფული ჩადეს. ისინი პატივისცემით მეპყრობიან. მათი ნდობის გამართლება მმართებს. მილანში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში.

აქ თამაშიც მომწონდა და მწვრთნელობაც მომწონს. ვამაყობ იმით, რომ 40 წელს მოყრილი უკვე ასეთი სახელოვანი გუნდის
თავკაცი ვარ. ამავ დროს ეს დიდი პასუხისმგებლობა და ფსიქოლოგიური ტვირთია. მეშინია, ვერ გავუძლო და ასე, სამი წლის შემდეგ პენსიაზე მომიწიოს გასვლა.

რას ვუსურვებდი საკუთარ თავს? მინდა, უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ვიყო, რათა სირთულეები უფრო ადვილად გადავიტანო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული