"მილანში" ჯენარო გატუზოს დარჩენაზე ალაპარაკდნენ

AutoSharing Option
"მილანს" მომავალ სეზონშიც შესაძლოა, ჯენარო გატუზომ უთავკაცოს. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "როსონერის" ხელმძღვანელობა იტალიელის მიერ გაწეული მუშაობით კმაყოფილია და ფიქრობს, რომ მომავალ სეზონში იგი კვლავ გუნდის მესაჭე იყოს.

"მამაცი გული" "მილანის" მომავალ ანტონიო კონტედ სახელდება. როგორც იცით, სწორედ კონტემ მოახერხა ტურინის "იუვენტუსის" კრიზისიდან ამოყვანა. თუმცა, ყველაფერი ალბათ "ლომბარდიელთა" საბოლოო შედეგზე იქნება დამოკიდებული.

"მილანმა" სერია ა-ში ბოლო ორი თამაში მოიგო და კლუბი ასევე ევროპის ლიგის 1/16-ფინალშია გასული.

ჯენარო გატუზომ "მილანი" მიმდინარე სეზონის შუაში ჩაიბარა. მან ვინჩენცო მონტელა ჩაანაცვლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული