"მამაცი გული" "მილანის" მომავალ ანტონიო კონტედ სახელდება. როგორც იცით, სწორედ კონტემ მოახერხა ტურინის "იუვენტუსის" კრიზისიდან ამოყვანა. თუმცა, ყველაფერი ალბათ "ლომბარდიელთა" საბოლოო შედეგზე იქნება დამოკიდებული.
"მილანმა" სერია ა-ში ბოლო ორი თამაში მოიგო და კლუბი ასევე ევროპის ლიგის 1/16-ფინალშია გასული.
ჯენარო გატუზომ "მილანი" მიმდინარე სეზონის შუაში ჩაიბარა. მან ვინჩენცო მონტელა ჩაანაცვლა.