ბრალდების მხარის განცხადებით, კურჩი მოთამაშეებს ხელფასს ნაღდი ფულით უხდიდა, რათა გადასახადების გადახდა თავიდან აერიდებინა.
კლუბის მფლობელი ფედელე სანელა კი დღეს ამ საქმესთან კავშირის გამო დააკავეს.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მასიმო კურჩი ასევე ბრალდებულია მილანსა და ბრიიანზაში მოქმედი მაფიოზური ჯგუფის მხარდაჭერაში.
სავარაუდოდ, "ფოჯიას", რომელიც სერია ბ-ში ასპარეზობს, 3-4 ქულა ჩამოაკლდება, ხოლო კლუბის მართვას სახელმწიფოს მიერ დანიშნული კომისარი გააგრძელებს.