"ფოჯიას" მფლობელი და ვიცე-პრეზიდენტი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს

AutoSharing Option
"ფოჯიას" მფლობელი ფედელე სანელა ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ყველაფერი კი დეკემბრიდან დაიწყო, როდესაც "ფოჯიას" საპატიო ვიცე-პრეზიდენტი მასიმო კურჩი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

ბრალდების მხარის განცხადებით, კურჩი მოთამაშეებს ხელფასს ნაღდი ფულით უხდიდა, რათა გადასახადების გადახდა თავიდან აერიდებინა.

კლუბის მფლობელი ფედელე სანელა კი დღეს ამ საქმესთან კავშირის გამო დააკავეს.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მასიმო კურჩი ასევე ბრალდებულია მილანსა და ბრიიანზაში მოქმედი მაფიოზური ჯგუფის მხარდაჭერაში.

სავარაუდოდ, "ფოჯიას", რომელიც სერია ბ-ში ასპარეზობს, 3-4 ქულა ჩამოაკლდება, ხოლო კლუბის მართვას სახელმწიფოს მიერ დანიშნული კომისარი გააგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული