სერია A-ს სტატისტიკა: "მილანი" კარის მიმართულებით ყველაზე მეტჯერ ურტყამს

AutoSharing Option
იტალიურმა "მილანმა" ბოლო პერიოდში თამაში გამოასწორა. "როსონერიმ" სერია A-ში ზედიზედ 2 შეხვედრის მოგება შეძლო.

პრესაში კი ის სტატისტიკა გავრცელდა, რომელიც კლუბში გატუზოს მოსვლის შემდეგ დაფიქსირდა.

"მამაცი გულის" ხელმძღვანელობით, "მილანმა" ბოლო 7 შეხვედრის განმავლობაში მეტოქის კარის მიმართულებით 46-ჯერ დაარტყა, რაც სერია A-ს ყველა გუნდზე მაღალი შედეგია.

აქედან "მილანმა" 3 შეხვედრა მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 2-იც წააგო.

სერია A-ში 21 ტურია გასული და "მილანი" 31 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული