მასიმილიანო ალეგრიმ ჯანლუიჯი ბუფონის დაბრუნებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "კიევოსთან" სერია A-ს XXII ტურის მატჩამდე ჯანლუიჯი ბუფონის დაბრუნებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის ფეხბურთელმა ორი დღის წინ დაიწყო ვარჯიში, მას შემდეგ, რაც თითქმის ორი თვე არ უთამაშია.

"ხვალ ბუფონი განაცხადში იქნება, მაგრამ მოედანზე 29 იანვარს, თასის მატჩში გავა. ახლა მთავარია, ფორმა დაიბრუნოს და კარში თავისი ადგილი დაიკავოს.

რაც შეეხება კონტრაქტს, ბუფონი ამაზე ფიქრობს. მალე მას 40 წელი (28 იანვარს) შეუსრულდება. გადაწყვეტილების მიღება რთულია, მაგრამ აუცილებლად უნდა იარო წინ", - თქვა ალეგრიმ.

მომზადებულია Football
Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული