მილან შკრინიარს მსურველთა რიგი დაუდგა

AutoSharing Option
"ინტერის" რიგები შესაძლოა მცველმა მილან შკრინიარმა დატოვოს. ფეხბურთელის შესაძლო შემძენთა შორის სამი გუნდი - მანჩესტერ "სიტი", "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" სახელდებიან.

22 წლის ფეხბურთელი, "ნერაძურის" შემადგენლობაში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გადავიდა და კარგი ასპარეზობით ბევრი კლუბის ყურადღება მიიპყრო.

თუმცა, "ინტერის" სპორტული დირექტორის პიერო აუსილიოს თქმით, შკრინიარი არ იყიდება და ისინი ფეხბურთელის შენარჩუნებას აპირებენ.

სლოვაკმა მცველმა მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული