22 წლის ფეხბურთელი, "ნერაძურის" შემადგენლობაში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გადავიდა და კარგი ასპარეზობით ბევრი კლუბის ყურადღება მიიპყრო.
თუმცა, "ინტერის" სპორტული დირექტორის პიერო აუსილიოს თქმით, შკრინიარი არ იყიდება და ისინი ფეხბურთელის შენარჩუნებას აპირებენ.
სლოვაკმა მცველმა მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.