ნამატჩევს როსონერის მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ აღიარა, რომ პატრიკ კუტრონემ ბურთი რომაელთა კარში ხელით შეაგდო:
"კარგი გუნდის დამარცხებით კმაყოფილნი ვართ. მადლობა ბიჭებს შესანიშნავი თამაშისათვის. რაც შეეხება კუტრონეს გოლს, თავიდან მეგონა თავით გაიტანა, მაგრამ ვიდეოგამეორებაზე სხვა რაკურსით ვნახე და უნდა ვაღიარო, არ იყო ჩასათვლელი".