სერია A. XXIII ტურის წინ: მაურო იკარდის გარეშე

AutoSharing Option
ვითომ გაისეირნებენ "ნაპოლი" და "იუვენტუსი"? წესით, ამ ტურის დასრულების შემდეგ ხსენებულ კითხვაზე დადებითი პასუხი უნდა მივიღოთ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ფეხბურთს კი წინასწარ ბევრს ვერაფერს გაუგებ კაცი.

"ნაპოლი" ეწვევა "ბენევენტოს". წესით, წყალწაღებულმა მასპინძელმა გათამაშების ლიდერს წინააღმდეგობა ვერ უნდა გაუწიოს, მაგრამ მაურიციო სარის მიერ გაწვრთნილი გუნდი ნაადრევად ვერ დამშვიდდება. თავის დროზე, "მილანიც" გამარჯვებაში დარწმუნებული ეწვია "ბენევენტოს", მაგრამ შინ პირში ჩალაგამოვლებული დაბრუნდა.

"იუვემ" იოლად უნდა დაძლიოს "სასუოლოს" ბარიერი. ტურინელები გააფთრებით მისდევენ "ნაპოლის" და პრაქტიკულად წარმოუდგენელია, საკუთარ თავს ქულების დაკარგვის უფლება მისცენ.

ეს
იმის მიუხედავად, რომ "იუვეს" რიგებში შეიძლება გარკვეული ცვლილებები მოხდეს.
"მილანი" ჩადის უდინეში და ეცდება, გააგრძელოს ის წარმატებული სერია, რომელიც ბოლო პერიოდში აქვს. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ამის გაკეთება იოლი არ იქნება, რადგან თუ ხასიათზეა, "უდინეზეს" ბევრის გამწარება შეუძლია.

"რომა" ფაქტობრივად არ აგებს "ვერონასთან" და რაღა კვირას უნდა მოხდეს ეს? ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი იდეალურ ფორმაში ვერ არის, მაგრამ ოდესღაც უნდა გამოფხიზლდეს, თორემ ჩემპიონთა ლიგაში გასვლა გაუჭირდება.

"ინტერმა", წესით, ყოველგვარი პრობლემის გარეშე უნდა მოუგოს "კროტონეს". გუნდების კლასში უდიდესი განსხვავებაა. მეორეც, "ინტერის" მწვრთნელ-ფეხბურთელებს ალბათ თავადაც დაავიწყდათ, როდის იზეიმეს ბოლოს გამარჯვება. და ყველაზე მნიშვნელოვანია - ტრავმირებულია "ნერაძურის" ბომბარდირი მაურო იკარდი, რომელიც მინიმუმ ორ მატჩს გამოტოვებს.

"ლაციოს" კი ყველანაირი პირობა აქვს იმისთვის, რომ "ჯენოასთან" შეხვედრაში დაივიწყოს "მილანთან" წინა ტურში განცდილი მარცხი. რომაელებს ამის ძალა ნამდვილად შესწევთ, მით უმეტეს, "ჯენოას" რამდენიმე ფეხბურთელი არ ეყოლება.

ფაქტები
  • "სამპდორიასა" და "ტორინოს" ბოლო ორი შეხვედრა ფრედ მორჩა.
  • "კროტონე" და "ინტერი" იტალიის ჩემპიონატში ერთმანეთს სულ სამჯერ შეხვდნენ. ყველა შემთხვევაში "ინტერმა" იმარჯვა.
  • "ფიორენტინამ" ბოლო 3 თამაში მოუგო "ბოლონიას".
  • "უდინეზესა" და "მილანს" შორის ბოლო 6 შეხვედრიდან 5-ში ორივემ გაიტანა.
  • "ბენევენტო" და "ნაპოლი" ერთმანეთს სულ სამჯერ შეხვდნენ და სამივე მატჩი ნეაპოლელთა გამარჯვებით დასრულდა.

სერია A. XXIII ტური
შაბათი, 3 თებერვალი
სამპდორია-ტორინო 21:00
ინტერი-კროტონე 23:45

კვირა, 4 თებერვალი
ვერონა-რომა 15:30
ატალანტა-კიევო 18:00
ბოლონია-ფიორენტინა 18:00
კალიარი-სპალ 18:00
იუვენტუსი-სასუოლო 18:00
უდინეზე-მილანი 18:00
ბენევენტო-ნაპოლი 23:45

ორშაბათი, 5 თებერვალი
ლაციო-ჯენოა 23:45

ბომბარდირები: 20 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 13 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 10 - ედინ ჯეკო (რომა), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული