"ჩემი გუნდის იმედი მაქვს და ზამთარში ახალი ფეხბურთელების დამატება საჭიროდ არ ჩავთვალე. კლუბის ხელმძღვანელებმა მკითხეს, შემადგენლობის გაძლიერება თუ გვჭირდებაო, მე კი ვუპასუხე, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა.
ფეხზე მყარად ვდგავარ და ვცდილობ, რასაც ჩემზე წერენ, ძალიან ბევრი არ ვიკითხო. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რას ამბობდნენ ჩვენზე 6 კვირის წინ. როსონერი ბრედ პიტი არაა, უნდა დავრჩეთ ისეთივე მახინჯებად, როგორიც მე ვარ ჩემი შავი წვერით".