მასიმილიანო მირაბელი: ჯენარო გატუზომ "მილანი" გუნდად აქცია

AutoSharing Option
"მილანის" სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო შეაქო.

"ვიცოდი, რომ სირთულეები იქნებოდა. ახლა ნახევარ გზაზე ვართ. შედეგები შესაძლოა მოსალოდნელისგან განსხვავდებოდეს, მაგრამ გვჯერა იმ ჩატარებული სამუშაოსი.

გატუზომ "მილანი" გუნდად აქცია და ახლა მომავლისთვის საფუძველს ვამზადებთ. ეს ახალგაზრდული გუნდია, რომელსაც დიდი პერსპექტივები აქვს. მე მჯერა მისი. ის შესანიშნავი ადამიანი და მწვრთნელია. იმედია, მალე მასზე ყველა ისაუბრებს.

დიახ, რთული იყო. მართალია, ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, მაგრამ გუნდად ვყალიბდებით. შეიძლება ვერ მოვიგოთ, მაგრამ გუნდი ვართ.

გატუზომ ერთ მუშტად შეგვკრა. მას მწვრთნელად მუშაობის
დიდი გამოცდილება არ აქვს, მაგრამ მან გვანახა, რომ დიდი საქმეებისთვის არის დაბადებული", - თქვა მირაბელიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული