"მილანი" პატრიკ კუტრონეს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

AutoSharing Option
იტალიური "მილანი" თავის ფორვარდ პატრიკ კუტრონესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. "როსონერიმ" ბოლო პერიოდში თამაშს მოუმატა, რაც დიდწილად სწორედ 20 წლის ფორვარდის დამსახურებაა. ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუ რამდენი ხნით გახანგრძლივდება შრომითი ხელშეკრულება, თუმცა გაცხადდა, რომ კუტრონეს ხელფასი გაეზრდება.

ახალგაზრდა ფორვარდი "მილანის" აკადემიის აღზრდილია. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 15 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველა ტურნირზე ერთად 10 გოლი აქვს გატანილი,გადაამოწმე სანამ რამეს დაწერ..
Chaachi
15:30 07-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული