მასიმილიანო ალეგრი: მინდა შევაქო ჩემი ფეხბურთელები

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში, ფლორენციაში "ფიორენტინას" დამარცხების (2:0) შემდეგ, კომენტარი "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა:

"მთელი მატჩის მანძილზე კონცენტრაციის შენარჩუნება გაგვიჭირდა. შეხვედრა კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მეტოქის "პრესინგის ქვეშ მოვყევით". განივად ზედმეტად ვაგორებდით ბურთს და ეს მოწინააღმდეგეს დაეხმარა. რამოდენუმეჯერ კინაღამ გოლი გავუშვით.

მეორე ტაიმი სხვანაირი გამოვიდა. თამაში გაგვიადვილდა. როდესაც "ვიოლა" თავს იცავდა, სწორად ვმოქმედებდით. მინდა შევაქო ჩემი ფეხბურთელები.

პენალტი? მე უბრალოდ მსაჯის გადაწყვეტილებას ველოდი. ვიდეოგამეორების ნახვა დიდხანს გაგრძელდა და საბედნიეროდ თერთმეტმეტრიანი გააუქმეს. ამის მერე თავს უკეთ ვიცავდით.

ჩემთვის ნათელი იყო,
რომ პენალტამდე წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. რეფერიმ ძალიან ყურადღებით ნახა ის ეპიზოდი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული