Tuttosport: გატუზო ფეხბურთელების დასვენებას არ გეგმავს

AutoSharing Option
"მილანი" 15 თებერვალს ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება. როგორც დღეს იტალიური პრესიდან გახდა ცნობილი, "როსონერის" დამრიგებელი ჯენარო გატუზო ბულგარეთში ძირითადი შემადგენლობით თამაშს აპირებს.

Tuttosport-ს თუ დავუჯერებთ, "მამაცი გული" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის მთავარ პირობად სწორედ ევროპა ლიგაზე წარმატებას განიხილავს და ამიტომ წამყვანი ფეხბურთელების დახმარება სჭირდება.

"ლუდოგორეცისა" და "მილანის" შეხვედრა 15 თებერვალს, 22:00 საათზეა ჩანიშნული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული