მაურო იკარდის შენარჩუნებას "ინტერი" გაზრდილი ხელფასით შეეცდება

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" არგენტინელ ფორვარდ მაურო იკარდის გრანდების დიდი რიგი უდგას. მისი შეძენა ისეთ გუნდებს სურთ, როგორებიც "მანჩესტერ იუნაიტედი", მადრიდის "რეალი" და პსჟ არიან. ამ კლუბების ჩამონათვალს კი მიუნხენის "ბაიერნიც" შეუერთდა.

"ნერაძური" ზაფხულში მის შენარჩუნებას ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტით შეეცდება. ამჟამად იკარდის ანაზღუარება 7,5 მილიონი ევროა, ახალი კონტრაქტით კი იგი 10 მილიონ ევროს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული