იგუაინმა გულშემატკივრები დაამშვიდა - მალე დავბრუნდები!

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა სერია "ა"-ს 25-ე ტურში ტრავმა მიიღო, რის გამოც თამაშის დაწყებიდან მალევე შეცვალეს. დღეს კი მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რითაც "ბებერი ქალბატონის" გულშემატკივრები დაამშვიდა.

სამხრეთამერიკელმა ფანებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ 3 მარტს რომის "ლაციოსთან" თამაშისთვის მზად იქნება. ლონდონის "ტოტენჰემთან" განმეორებითი მატჩი კი 7 მარტსაა ჩანიშნული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული