"მილანი" მარკო როისის ტრანსფერზე ფიქრობს

AutoSharing Option
იტალიური "მილანის" ხელმძღვანელობა სერიოზულადაა დაინტერესებული "დორტმუნდის" 28 წლის ნახევარმცველის, მარკო როისის გადმობირებით. "როსონერიმ" ახლახან კონტრაქტი გერმანულ კომპანია "პუმასთან" გააფორმა, რომელიც "ბორუსიას" დამფინანსებელიცაა და ტრანსფერში იტალიელებს "პუმაც" დაეხმარებათ.

თუმცა პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს. როისი ხშირად ტრავმიანობს და ლომბარდიელთა შეფებს ეს ფაქტორი აფიქრებთ. "მილანის" სკაუტები ბერგამოს "ატალანტასა" და "დორტმუნდის" მატჩს დაესწრებიან, რათა გერმანელის შესაძლებლობები კიდევ ერთხელ იხილონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული