ტურინის "იუვენტუსს" "მილანის" ერთ-ერთი ლიდერის შეძენა სურს

AutoSharing Option
როგორც იტალიური Il Messaggero იუწყება, ტურინის "იუვენტუსს" "მილანის" ნახევარმცველის, ჯაკომო ბონავენტურას შეძენა სურს, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 30 მილიონ ევროს შეადგენს.

28 წლის უნივერსალი, რომელსაც ფორვარდის როლიც შეუძლია მოირგოს და ნახევარმცველისაც, ჯენარო გატუზოს ტაქტიკაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ბონავენტურა "როსონერიში" 2014 წელს ბერგამოს "ატალანტადან" 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი ჩაიწერა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძლივს ამუშავებული გუნდი არ დაანგრიოთ ბიჭოოოოო :))
0
არ სჭირდება იუვეს ბონავენტურა. გიოცე ან დრაქსლერი მოუხდებოდა.
georgian
13:42 21-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული