28 წლის უნივერსალი, რომელსაც ფორვარდის როლიც შეუძლია მოირგოს და ნახევარმცველისაც, ჯენარო გატუზოს ტაქტიკაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ბონავენტურა "როსონერიში" 2014 წელს ბერგამოს "ატალანტადან" 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.
მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი ჩაიწერა.