ფრანკ კესი: "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში მსურს

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველ ფრანკ კესის, რომელიც "როსონერიმ" 2017 წელს დაიმატა, "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში სურს. ამის შესახებ კოტ დიუვარელმა იტალიურ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, "წითელ ეშმაკებში" ასპარეზობა მისი ოცნება იყო და იმედი აქვს, ერთ დღესაც ამ ნატვრას აისრულებს. მისი შეძენით დაინტერესებულნი კი ლონდონის "ჩელსი", "ტოტენჰემი", "არსენალი" და "ლივერპული" არიან.

ჯერჯერობით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული