აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ქალაქის ბევრმა მცხოვრებმა თოვლი ცხოვრებაში საერთოდ პირველად ნახა.
"ნაპოლის" ფანებმა კი ქალაქი "ბებერი ქალბატონის" შეურაცხმყოფელი წარწერებით გაავსეს: Juve merda ("იუვენტუსი ნეხვია"). წარწერები, უმეტესწილად, ავტომობილებსა და სახლების სახურავზე ჭარბობდა, თუმცა არც ასფალტზე დაუკლიათ.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ში "ნაპოლი" პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო "იუვენტუსი" 4 ქულით ჩამორჩება. ნეაპოლელებმა ჩემპიონატის მოგება ბოლოს 1990 წელს შეძლეს.