"ნაპოლის" ნახევარმცველ მარეკ ჰამშიკს "კალიარისთან" გატანილი გოლის შემდეგ სერია "ა"-ში 99 ბურთი მოუგროვდა. 30 წლის სლოვაკის თქმით, იგი მოუთმენლად ელის დღეს, როდესაც 100-იანთა კლუბში შევა.
"ახლა მთლიანად "რომასთან" მომავალ შეხვედრაზე ვარ კონცენტრირებული, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე-100 გოლის გატანასაც მოუთმენლად ველოდები.
"იუვენტუსის" სახით ძალიან ძლიერი კონკურენტი გვყავს და მოდუნება ერთი წამითაც არ შეიძლება", - აღნიშნა ჰამშიკმა.