ალესანდრო კოსტაკურტა: იტალიის ნაკრების მწვრთნელს სამი კანდიდატიდან ავარჩევთ

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-კომისრის, ალესანდრო კოსტაკურტას განცხადებით, "სკუადრა აძურას" მესაჭის პოსტზე სამი კანდიდატი განიხილება.

"ჩვენ ლუიჯი დი ბიაჯოს შანსი მივეცით, დაგვანახოს, მომდევნო ორ თამაშში თუ რა შეუძლია მას. რაც შეეხება კონტეს, იგი ნაკრებში უკვე მუშაობდა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა.

ჩვენ გვესაჭიროება ძალიან კარგი მწვრთნელი, ერთ-ერთი ასეთი კი რობერტო მანჩინიცაა. "სკუადრა აძურას" მომავალი დამრიგებელი სწორედ ამ სამი კანდიდატიდან ამოირჩევა", - აღნიშნა კოსტაკურტამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული