"მილანი" შესანიშნავ ფორმაშია და ეს წინა ტურშიც დამტკიცდა, როცა ჯენარო გატუზოს გუნდმა "რომა" მისსავე ასპარეზზე დაამარცხა. "მილანი" არც გუშინწინ წასულა დედაქალაქიდან ხელცარიელი - პენალტების სერიაში დაამარცხა "ლაციო" და იტალიის თასის ფინალში გავიდა.
განსხვავებულია "ინტერის" მდგომარეობა. "ბენევენტოსთან" მოგების მიუხედავად, გუნდში კრიზისია, თუმცა კარს ისეთი მატჩი
ფედერიკო ბერნარდესკის, ხუან კუადრადოსა და გონსალო იგუაინის გარეშე ითამაშებს "იუვენტუსი" "ლაციოსთან" უპრინციპულეს შეხვედრაში. საეჭვოა მატია დე შილიოს მინდორზე გასვლა. არადა, "ბებერ ქალბატონს" ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს, რადგან "ნაპოლის" ისედაც ჩამორჩება.
მასპინძლებს ერთადერთი ტრავმირებული ჰყავთ, თუმცა, არ გვგონია, სიმონე ინძაგიმ ვერ შეავსოს ადამ მარუშიჩის არყოფნით გამოწვეული ვაკუუმი. დანარჩენი რომაელები ჯანმრთელად არიან და უპრინციპულესი მეტოქის გამწარებას ყველანაირად ეცდებიან.
თავის მხრივ, "იუვენტუსს"აუცილებლად ექნება გონებაში ჩემპიონთა ლიგაში "ტოტენჰემთან" მოახლოებული უპრინციპულესი ჯახი. მით უმეტეს, მასიმილიანო ალეგრის გუნდს ლონდონში, დიდი ალბათობით, მხოლოდ მოგება მისცემს ხელს.
ჩემპიონობისკენ მიილტვის "ნაპოლი", რომელიც საშინაო ასპარეზზე "რომას" შეხვდება. ფავორიტი უდავოდ მაურიციო სარის გუნდია. "რომა" ვერ არის იდეალურ ფორმაში - წინა ტურში ეუსებიო დი ფრანჩესკოს გაწვრთნილებმა შინ წააგეს "მილანთან" და დიდი კრიტიკაც დაიმსახურეს.
"ნაპოლის" ამ მატჩში დააკლდებიან ვლად კირიკეში და ფაუზი გულამი. რაც შეეხება "რომას", დედაქალაქელებს ოპტიმალური შემადგენლობა ეყოლებათ. სერიოზული დანაკლისი არც ერთ გუნდს არ აქვს და, იმედია, ორივე მათგანი შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს შემოგვთავაზებს.
ფაქტები
- სპალ-ი და "ბოლონია" ერთმანეთს მეორედ ხვდებიან.
- "ლაციომ" ბოლო 2 მატჩი მოუგო "იუვენტუსს".
- "ნაპოლიმ" უკანასკნელ 2 თამაშში დაამარცხა "რომა".
- "ჯენოასა" და "კალიარის" შორის ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "კიევოსა" და "სასუოლოს" ბოლო 4 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
- "ტორინოსა" და "კროტონეს" შორის წინა 2 დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
- "უდინეზესა" და "ფიორენტინას" შორის ბოლო 8 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "მილანისა" და "ინტერის" ბოლო 3 მატჩიდან 2 ფრედ მორჩა.
სერია A. XXVII ტური
შაბათი, 3 მარტი
სპალ-ბოლონია 18:00
ლაციო-იუვენტუსი 21:00
ნაპოლი-რომა 23:45
კვირა, 4 მარტი
ჯენოა-კალიარი 15:30
ატალანტა-სამპდორია 18:00
ბენევენტო-ვერონა 18:00
კიევო-სასუოლო 18:00
ტორინო-კროტონე 18:00
უდინეზე-ფიორენტინა 18:00
მილანი-ინტერი 23:45
ბომბარდირები: 23 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 17 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 16 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"