კახა კალაძე დავიდე ასტორის გარდაცვალებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
იტალიური "მილანის" ყოფილმა მცველმა კახა კალაძემ, რომელიც ახლა თბილისის მერია, გარდაცვლილ დავიდე ასტორის ოჯახს სოციალური ქსელის მეშვეობით მიუსამძიმრა.

"შოკირებული ვარ ამ ამბით. ძვირფასო დავიდე, დაისვენებ სამოთხეში ჩემპიონებთან. ვუსამძიმრებ მის ოჯახს", - დაწერა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფლორენციის "ფიორენტინას" ფეხბურთელი დავიდე ასტორი კვირას ქალაქ უდინეში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ძილში გული გაუჩერდა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული