საფეხბურთო სამყარო შოკშია - მშვიდობით, დიდებულო ასტო!

AutoSharing Option
"ფიორენტინას" კაპიტნის, დავიდე ასტორის გარდაცვალების ამბავმა მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. ფლორენციელთა მცველი უდინეს ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენციელთა ყოფილი ფეხბურთელი ძილში დაიღუპა. ამ ფაქტის გამო კი სერია "ა"-ს კვირას გასამართი ყველა შეხვედრა გადაიდო.

ამ ფაქტს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. უმეტესობა მათგანის თქმით, ასტორი შესანიშნავი ადამიანი იყო და ისინი შოკირებულნი არიან.

ანტონიო კონტე ("ჩელსის" მთავარი მწვრთნელი): "ასტორის იტალიის ნაკრებიდან ვიცნობდი, როდესაც მე "აძურის" ვწვრთნიდი. არ შემიძლია ამ ტრაგედიაზე რაიმე ვთქვა. იგი შესანიშნავი პიროვნება და დიდებული ფეხბურთელი იყო.

წარმომიდგენია,
რაოდენ რთული გადასატანია ეს ყველაფერი ოჯახისთვის. ის ხომ მხოლოდ 31 წლის იყო. მისი მშობლებისთვის, ცოლისა და დისთვის ამ მომენტის გადალახვა ძალიან რთული იქნება".

მატეა პერინი ("ჯენოას" მეკარე): "არ მჯერა, ეს რეალობა არაა. ჩვენ ერთად ბევრი ფანტასტიკური მომენტი გვაქვს გატარებული. შენ ყოველთვის გვამხიარულებდი და დიდებული ადამიანი იყავი.

არასდროს დამავიწყდება შენი მომღიმარი სახე. მშვიდობით, დავიდონე!"

ლეონარდო ბონუჩი ("მილანის" კაპიტანი): "მშვიდობით, დიდებულო ასტო! არასდროს დამავიწყდება ჩვენი ერთად გატარებული ბრწყინვალე პერიოდი იტალიის ნაკრების ბაზაზე და შენი მომღიმარი სახე".

ჟერმან პაციელა ("ფიორენტინას" მცველი): "ჩემი სული ახლა მთლიანად ტირის. შენ ბევრი რჩევა მომეცი, როდესაც "ფიორენტინაში" მოვედი და ძალიან მეხმარებოდი.

მადლობა ყველაფრისთვის, კაპიტანო! შენ ყოველთვის ჩემს მეგობრად დარჩები!"

ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსის" მეკარე): "მშვიდობით, ძვირფასო ასტო! შენ ახალგაზრდა ცოლი და ოჯახი დაგრჩა. ასევე, პატარა გოგონა, რომელმაც მამამისით უნდა იამაყოს.

მან უნდა იცოდეს, რომ მამამისი შესანიშნავი ადამიანი იყო. შენ იყავი ერთ-ერთი ყველაზე სპორტული პიროვნება, ვისაც როდისმე შევხვედრივარ.

შენი გიჟი ჯიჯი".

აქვე გეტყვით, რომ სერია "ა"-ს გადადებული ტურის ჩატარება 14 მარტს იგეგმება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული