მისი თქმით, 2018/19 წლების სეზონის ჩემპიონატი 19 აგვისტოს დაიწყება და 26 მაისამდე გაგრძელდება, ხოლო სუპერთასი - 12 აგვისტოს. სუპერთასის გამართვის ადგილი ჯერჯერობით უცნობია.
22, 26 და 30 დეკემბერს, ინგლისის მსგავსად, საშობაო მატჩები გაიმართება, შემდეგ გამოცხადდება პაუზა, ხოლო ჩემპიონატი 19 იანვარს განახლდება.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 18 აგვისტოს, პირველი ტურის დაწყებამდე ერთი დღით ადრე დაიხურება, ზამთრის კი - 19 იანვარს.