დომენიკო კრიშიტო ზაფხულში ყოფილ გუნდში დაბრუნდება

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" მცველი დომენიკო კრიშიტო, რომელმაც გუშინ "ლაიპციგის" კარი აიღო, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ჯენოაში" დაბრუნდება.

31 წლის მცველი, რომელსაც ერთ დროს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, "ლუიჯი ფერარისზე" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება.

კრიშიტოს საფეხბურთო საწყისები სწორედ გენუურ კლუბს უკავშირდება, საიდანაც 2011 წელს რუსეთის ჩემპიონატში გადავიდა.

გუშინდელი გოლი მან დავიდე ასტორის მიუძღვნა და აღნიშნა, რომ ის მისი მეგობარი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული