დი ბიაჯო: ბუფონზე გავრცელებულ ცნობებს რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა ლუიჯი დი ბიაჯომ "იუვენტუსის" მეკარის ჯიჯი ბუფონის სიტუაცია განმარტა:

"მას ხშირად ვესაუბრები. მოსაფიქრებლად რამოდენიმე დღე ითხოვა და შემდეგ ისევ დავილაპარაკებთ. მინდა, ამხანაგურ მატჩებში მიიღოს მონაწილეობა. მსურს ვიცოდე, რას აპირებს.

გავრცელებული ინფორმაცია მის მიერ კარიერის დასრულების შესახებ? რაც იწერება, საერთოდ არ მაღელვებს. ისინი თავის სამუშაოს ასრულებენ, მაგრამ ამ ცნობებს რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს. დილით ვესაუბრე ჯიჯის და საერთო აზრამდე მივედით, რომ ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა უმთავრესია. ჩემი სურვილია ის სკუადრა აძურაში დარჩეს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული