იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში ანდრე სილვას მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით "მილანმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ჯენოა" და სატურნირო ცხრილში 47 ქულით მე-6 ადგილზეა. ლომბარდიულ გუნდს სერია A-ში უკანასკნელი 9 მატჩიდან არც ერთი არ წაუგია და ამ შეხვედრებში მხოლოდ 4 ქულა დაკარგა.
ნამატჩევს შედეგით კმაყოფილმა როსონერის მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ განაცხადა, რომ კონკურენტებთან ქულათა სხვაობას ამცირებენ:
"ვნერვიულობდით და მაინტერესებდა, ორთვენახევრის შემდეგ პირველად დამარცხების მერე გუნდი როგორ ითამაშებდა. ვფიქრობ, პასუხი მივიღე.
მეტოქემ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ ვიბრძოლეთ და უშიშარნი ვიყავით. ამას მართლა ვაფასებ.
თუ სატურნირო ცხრილს შეხედავთ, დაინახავთ, რომ კონკურენტებთან ქულათა სხვაობა შესამჩნევად შევამცირეთ. 11 შეხვედრა დაგვრჩა და მათგან 7 სახლში გვაქვს ჩასატარებელი. ვნახოთ. ახლა მთავარია ზოგიერთი ფეხბურთელები ფორმაში ჩადგნენ".