ინტრიგა მოსაკლავად არც ჩვენ გვემეტება, რადგან სერია A არის (თუ იყო?) ერთადერთი იმ ტოპლიგებს შორის, სადაც საჩემპიონო მარულა კიდევ გრძელდება (თუ გრძელდებოდა)...
არადა, მოცემულ მომენტში "იუვენტუსი" ისეთ ფორმაშია, მართლაც რთული წარმოსადგენია, აღმავლობის გზაზე მდგარს "ნაპოლიმ" ბოლომდე გაუწიოს წინააღმდეგობა.
"იუვემ" ოთხშაბათს გამოტოვებული მატჩი მოუგო (2:0) "ატალანტას" და ამ ტურშიც ისეთი მეტოქე ჰყავს, ქულების დაკარგვა რომ არ შეიძლება. ალბათ, თუ სასწაული არ
სპალ-ისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ის არ არის ის გუნდი, რომელსაც შეუძლია, მოტივირებულ "ბებერ ქალბატონს" განსაკუთრებული პრობლემა შეუქმნას...
თუ "ნაპოლის" უნდა, რომ საჩემპიონო ბრძოლაში დარჩეს, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოუგოს "ჯენოას". ბოლოდროინდელი შედეგები ცხადყოფს, რომ მაურიციო სარის გუნდი ვეღარ არის საუკეთესო ფორმაში, მაგრამ "ჯენოასთან" თამაში მატჩების იმ კატეგორიას განეკუთვნება, სადაც ფეხის დაცდენა მართლაც რომ კატასტროფის ტოლფასი იქნება.
"ნაპოლის" მოთამაშეთა რწმენა, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა არ დასრულებულა, "ჯენოას" დამარცხებით უნდა განმტკიცდეს. თავისთავად, ეს არ არის შეუძლებელი საქმე, მაგრამ ნეაპოლელები საკუთარ თავზე უკვე ნაკლებად არიან დამოკიდებულნი.
"იუვენტუსს" ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი, მოკლე ხანში ფეხის დამცდენს არ ჰგავს.
ამ ტურში ასევე ყურადღებას იქცევს "სამპდორიასა" და "ინტერის" დაპირისპირება. ბოლო ხანს ლუჩანო სპალეტის თავზე შავი ღრუბლები დაგროვდა.
"ინტერი" უფრო წვალობს, ვიდრე თამაშობს. აქედან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობა საფიქრალშია ჩავარდნილი.
წესით, არ უნდა გაუჭირდეთ რომაულ გუნდებს, მაგრამ... აქ არის ერთი "მაგრამ" - "რომა" და "ლაციო" ამ კვირაში ევრობატალიებით გადაიღალნენ და ვნახოთ, რამდენად შეძლებენ ძალების აღდგენას.
ფაქტები
- "უდინეზემ" წააგო სერია A-ს ბოლო 4 მატჩი.
- "ინტერის" ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
- "მილანმა" ბოლო 3 დაპირისპირება მოუგო "კიევოს".
- "კროტონესა" და "რომას" შორის სერია A-ს სამივე მატჩი რომაელთა გამარჯვებით დასრულდა.
- "ტორინომ" წააგო ბოლო 3 მატჩი.
- "ლაციომ" ბოლო 2 თამაში მოუგო "ბოლონიას".
სერია A. XXIX ტური
შაბათი, 17 მარტი
უდინეზე-სასუოლო 21:00
სპალ-იუვენტუსი 23:45
კვირა, 18 მარტი
სამპდორია-ინტერი 15:30
მილანი-კიევო 18:00
ბენევენტო-კალიარი 18:00
კროტონე-რომა 18:00
ტორინო-ფიორენტინა 18:00
ვერონა-ატალანტა 18:00
ლაციო-ბოლონია 23:45
ნაპოლი-ჯენოა 23:45
ბომბარდირები: 24 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 17 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), დრის მერტენსი (ნაპოლი), პაულო დიბალა (იუვენტუსი); 15 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"