"მილანი" ჯენარო გატუზოს კონტრაქტს გაუგრძელებს და ხელფასს 10-ჯერ მოუმატებს

AutoSharing Option
"მილანის" ხელმძღვანელები კმაყოფილნი არიან გუნდის იტალიის ჩემპიონატზე ასპარეზობით და მწვრთნელის ჯენარო გატუზოსთვის ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავენ.

"გაზეტა დელო სპორტი" იუწყება, რომ როსონერის გენერალური დირექტორი მარკო ფასონე მალე შეხვდება გატუზოს და კონტრაქტის გაგრძელებას შესთავაზებს.

გამოცემის ცნობით, ჯენაროს ხელშეკრულებას 2020 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივებენ, წლიურ გასამრჯელოს კი 10-ჯერ, 1.2 მილიონ ევრომდე გაუზრდიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული