"გაზეტა დელო სპორტის" ცნობით, 28 მარტს "მილანი" მწვრთნელს ჯენარო გატუზოს სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონურ გასამრჯელოს 2 მილიონ ევრომდე გაუზრდის. ამას გარდა, მას ბონუსებსაც დაუნიშნავს.
ცნობისათვის, გატუზოს ამჟამინდელი წლიური ანაზღაურება 120 ათასი ევროა.
ჯენარომ როსონერი ნოემბერში ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 23 მატჩიდან 13 მოიგო, ჩემპიონატზე მე-6 ადგილზეა და თასის ფინალში "იუვენტუსს" შეხვდება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.