ფრანკ კესი: "იუვენტუსს" გოლს გავუტან და "მილანი" 2:0 გაიმარჯვებს

AutoSharing Option
იტალიის სერია "ა"-ს მორიგ ტურში ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და "მილანი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრამდე კომენტარი "როსონერის" ნახევარმცველმა ფრანკ კესიმ გააკეთა.

"ტურინში იმიტომ ჩავდივართ, რომ გავიმარჯვოთ. "იუვენტუსი" დიდებული გუნდია და ამის მიღწევა გაგვიჭირდება, თუმცა ჩვენი მიზანი მხოლოდ 3 ქულის მოპოვება იქნება.

ვფიქრობ, გოლს მე გავიტან და მატჩს 2:0 მოვიგებთ", - აღნიშნა კესიმ.

"იუვენტუსისა" და "მილანის" შეხვედრა 31 მარტს, 22:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Calciomercato.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული