"იუვეს" ცალკე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი ("რეალთან") აქვს საფიქრალი და ცალკე საკადრო პრობლემები. "მილანთან" შეხვედრაში მასიმო ალეგრის გუნდს ვერ დაეხმარებიან ალექს სანდრო, ხუან კუადრადო, ჯორჯო კიელინი და ფედერიკო ბერნარდესკი.
ამ მხრივ "მილანი" უკეთეს მდგომარეობაშია. ალეგრის ყოფილი შეგირდის, ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი გუნდი მხოლოდ ალესიო რომანიოლის
ყველასთვის მოულოდნელად, "მილანს" ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსი გაუჩნდა. "იუვენტუსისთვის" კი ყველა ქულას მართლაც რომ ოქროს ფასი აქვს. "ქალბატონი" უკან ვეღარ დაიხევს.
"ნაპოლი" მხოლოდ 3 ქულისთვის ესტუმრება "სასუოლოს", სხვა შედეგი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს მაურიციო სარის გუნდისთვის. ნეაპოლელთა ერთადერთი თავისტკივილი ის არის, რომ შეიძლება მინდორზე ვერ ვიხილოთ მარეკ ჰამშიკი. მას ტრავმა აწუხებს და გუნდის ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ "ნაპოლის" სლოვაკი ლიდერი ფეხზე დააყენონ.
წესით, სერია A-ს სხვა გრანდებს ამ ტურში განსაკუთრებული პრობლემები არ უნდა შეექმნათ. მათი მეტოქეების გათვალისწინებით, 3 ქულის აღება არ უნდა გაუჭირდეთ. ალბათ, ყველაზე რთული შეხვედრა "რომას" ელის, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ "ჯალოროსი" ყოველთვის კარგად თამაშობს "ბოლონიას" წინააღმდეგ.
"ინტერი" ბოლო ტურში გაბრწყინების შემდეგ თითქოს შევიდა ფორმაში. ვნახოთ, რას იზამს ლუჩანო სპალეტის გუნდი "ვერონასთან". ნებისმიერ შემთხვევაში, "ნერაძური" გამოკვეთილი ფავორიტია. ისიც არის, რომ "ინტერისგან" არასოდეს არაფერი უნდა გაგვიკვირდეს.
"ლაციოს" მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი, ალბათ, დაასვენებს რამდენიმე ფეხბურთელს, თუმცა გუნდს მაინც არ უნდა გაუჭირდეს უსუსტესი "ბენევენტოს" ძლევა.
ფაქტები
- "რომამ" ბოლო 3 მატჩი მოუგო "ბოლონიას".
- "ატალანტასა" და "უდინეზეს" ბოლო 6 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
- "ფიორენტინამ" სერია A-ში ბოლო 3 მატჩი მოიგო.
- "ინტერმა" ბოლო შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.
- "ლაციო" სერია Aში ორჯერ შეხვდა ბენევენტოს და ორივე თამაში მოუგო.
- "კიევოსა" და "სამპდორიას" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
- "იუვენტუსმა" ჩემპიონატსა და თასზე ბოლო 3 მატჩი მოუგო "მილანს".
სერია A. XXX ტური
შაბათი, 31 მარტი
ბოლონია-რომა 14:30
ატალანტა-უდინეზე 17:00
კალიარი-ტორინო 17:00
ფიორენტინა-კროტონე 17:00
ჯენოა-სპალ 17:00
ინტერი-ვერონა 17:00
ლაციო-ბენევენტო 17:00
სასუოლო-ნაპოლი 17:00
კიევო-სამპდორია 20:00
იუვენტუსი-მილანი 22:45
ბომბარდირები: 24 ჩირო იმობილე (ლაციო); 22 მაურო იკარდი (ინტერი); 17 ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), დრის მერტენსი (ნაპოლი), პაულო დიბალა (იუვენტუსი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"