10:19 05-04-2018
"დერბი დელა მადონინა": არ მიუშვათ მაურო იკარდი ცარიელ კართან [VIDEO]
AutoSharing Option
გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს, რა თქმა უნდა, "დერბი დელა მადონინა" იწვევდა, თუმცა თავიდანვე ვთქვათ, რომ მილანურმა გუნდებმა მოლოდინი ვერ გაამართლეს.
მატჩი "ნერაძურის" უპირატესობით წარიმართა და შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯენარო გატუზომაც აღნიშნა, ქულას არ ვიმსახურებდითო.
ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო, პირველი რეალური მომენტი კი 22-ე წუთზე შეიქმნა. ჰაქან ჩალჰანოღლუს ჩაწოდებულ ჯარიმას ლეონარდო ბონუჩის თავური დარტყმა მოჰყვა, თუმცა სამირ ჰანდანოვიჩმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა.
ნომინალური სტუმრები წინ გასვლას 38-ე წუთზე ზეიმობდნენ და ანგარიში უკვე 0:1 იყო, როდესაც "როსონერის" ფეხბურთელებმა ვიდეოგამეორება მოითხოვეს.
მომენტის განმეორებით ნახვისას კი მატჩის არბიტრმა მარკო დი ბელომ გოლი გააუქმა.
დარჩენილ დროში კი, რა თქმა უნდა, მთავარ ყურადღებას მაურო იკარდის მიერ ცარიელ კარში ორჯერ აცილებული ბურთი იწვევს.
"ინტერის" არგენტინელმა ფორვარდმა ცარიელ კარში ბურთი 56-ე წუთზე და მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვერ გადაგზავნა.
საბოლოოდ, 0:0, რომლითაც მოგებული "ინტერი" დარჩა.
"მილანი" მე-4 ადგილს, რომელზეც სწორედ მისი მოსისხლე მეტოქე იმყოფება, კვლავ 8 ქულით ჩამორჩება. ეს მაშინ, როდესაც კალჩოს დასრულებამდე სულ რაღაც 8 ტურიღაა დარჩენილი.
ტურის გუშინდელი შეხვედრები კი ასე დასრულდა:
ბენევენტო - ვერონა 3:0
კიევო - სასუოლო 1:1
ტორინო - კროტონე 4:1
სერია "ა"-ს 31-ე ტური 7 აპრილს "ბენევენტოსა" და ტურინის "იუვენტუსის" თამაშით გაიხსნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული