სერია "ა"-ს 32-ე ტურში ბერგამოელები საკუთარ მოედანზე "ნერაძურის" მასპინძლობდნენ და მატჩის 78-ე წუთზე მცირე დაზიანება სტუმართა მცველმა მირანდამ მიიღო.
მასთან გომესი მივიდა და რამდენიმე წამის შემდეგ "ინტერის" სამწვრთნელო შტაბს ანიშნა, რომ ბრაზილიელი შესაცვლელი იყო და ეს სწორედ მან უთხრა.
სინამდვილეში, მირანდას გომესისთვის არაფერი უთქვამს. ლუჩანო სპალეტიმ ანდრეა რანოკიას შემოყვანა დააპირა, მაგრამ როგორც შემდეგ გამოირკვა, ეს საჭირო არ ყოფილა.