მასიმო ოდომ სერია ა-ში 21-ე საუკუნის ანტირეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
"უდინეზეს" მთავარმა მწვრთნელმა მასიმო ოდომ სერია ა-ში 21-ე საუკუნის ანტირეკორდი დაამყარა.

უდინელებმა კალჩოში გუშინ ზედიზედ მე-10 შეხვედრა დათმეს და ამჟამად 33 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფებიან.

ყველაზე ცუდი შედეგი, ზედიზედ 11 მარცხი, იტალიის ჩემპიონატში ორ მწვრთნელს, მარიო ვარჯლიენის და მაურო სანდრეანის აქვთ.

პირველი მათგანი 1946-46 წლებში "ტრიესტინას", მეორე კი 1995-95 წლებში "პადოვას" ავარჯიშებდა.

"უდინეზე" 22 აპრილს "კროტონეს" მასპინძლობს და შესაძლოა, ყველა დროის ანტირეკორდსაც გაუტოლდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული