- რა თქმა უნდა, როცა ახლა უყურებთ ამ გარიგებას, შეგიძლიათ თქვათ, რომ სალაჰის ტრანსფერი 42 მლნ ევროდ კარგი შენაძენია. პრობლემა იმაშია, რომ როცა მონჩი მოვიდა, სალაჰს წასვლა უნდოდა. მას კონტრაქტით ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი და უკვე შემდეგი ზაფხულისთვის შეიძლებოდა, მის სანაცვლოდ ვერაფერი მიგვეღო.
მას ინგლისში სურდა დაბრუნება და საკუთარი თავის წარმოჩენა, რაც მოახერხა კიდეც. ვერ ვიტყვი, რომ "ლივერპულის" გარდა, ვინმეს გაეკეთებინა შემოთავაზება თუნდაც ახლოს იმ თანხასთან.
- მას ცოტა ეჭვი ეპარებოდა და ფიქრობდა, რომ "ლივერპულმა" ზედმეტი გადაიხადა. მე ვუთხარი, რომ სადილის ფულს გადავიხდიდი.
- მიმდინარე სეზონში სალაჰის ასეთი თამაშით გაკვირვებული ხართ?
- გულწრფელად რომ გითხრათ, დიახ. ჩვენ მას ისე არ ვიყენებდით, როგორც ამას "ლივერპული" აკეთებს. მათ საუკეთესო ხერხი იპოვეს. ჩვენ მას ვინგერად ვიყენებდით, თავდასხმის ცენტრში ჯეკო გვყავდა, რომელმაც 36 გოლი გაიტანა. შესაბამისად, გვყავდა თავდამსხმელი, რომელიც შეუჩერებელი იყო. "ლივერპული" კი სალაჰს ცენტრთან ახლოს იყენებს.
როცა ვამბობ, რომ გაკვირვებული ვარ, მის რეალიზაციას ვგულისხმობ. როცა ის "რომაში" იყო, მიუხედავად იმისა, რომ არცთუ ისე ცოტა გოლი ჰქონდა გატანილი, სალაჰი იმედგაცრუებული იყო, რადგან მომენტების რეალიზაციას ვერ ახდენდა ისე, როგორც ამას ახლა აკეთებს. ისე ჩანს, თითქოს ბურთი უკვე ბადეშია, როცა ის მას ეხება.
იქნებ ინგლისში უფრო დიდი კარებია? როცა ვუყურებ, როგორ გააქვს გოლი, ვფიქრობ: "ღმერთო ჩემო", - თქვა პალოტამ.
▶ როგორ იზეიმა ფანებთან ერთად გამარჯვება "რომას" პრეზიდენტმა [VIDEO]
▶ ლივერპული VS რომა - სალაჰი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
მომზადებულია ESPN-ის მიხედვით