ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი "ვიოლას" 22 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ შეასრულა. მან იტალიის მიმდინარე ჩემპიონატზე 13 გოლი გაიტანა. წინა სეზონში ჯოვანიმ "ჯენოას" შემადგენლობაში 12-ჯერ დაამწუხრა მეტოქეთა გოლკიპერები.
ამ შეხვედრის მე-8 წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა სტუმართა გუნდის მცველი კალიდუ კულიბალი.
"იუვენტუსი" "ნაპოლის" 4 ქულით გაექცა და ფაქტიურად გაინაღდა ოქროს მედლები.
5 მაისს "იუვე" "ბოლონიას" მასპინძლობს, ხოლო "ნაპოლი" 6 მაისს "ტორინოს".