"ამ შეხვედრაში დავკარგეთ ყველაფერი, რაც გვქონდა: ტაქტიკური განსწავლულობა, ხასიათის სიმტკიცე და კონცენტრაცია. თავიდანვე რიცხობრივ უმცირესობაში დავრჩით და სწორი რეაგირება ვერ მოვახერხეთ.
როგორც წესი, ჩემი გუნდის წყობიდან გამოყვანა არავის არ შეუძლია, ამჯერად კი ყველაფერი დავკარგეთ. ჩვენი დღე არ იყო. არა მგონია ბიჭებზე "ინტერი"-"იუვენტუსის" შეხვედრის შედეგს ემოქმედა.
იმედია, შემდეგი თამაშისთვის ძალებს მოვიკრებთ. სკუდეტოზე აღარ უნდა ვიფიქროთ. უნდა ვიბრძოლოთ და რაც