ვინ შეუტევს "მილანისთვის"? - გატუზო კანდიდატებს არჩევს

AutoSharing Option
"მილანი" მომავალი სეზონისთვის შეტევის გაძლიერებას აპირებს. "როსონერის" თვალთახედვის არეში არაერთი ფორვარდი მოექცა.

თავდაპირველად გეტყვით, რომ ლომბარდიელები ზაფხულში ორი თავდამსხმელის, ნიკოლა კალინიჩისა და ანდრე სილვას გაშვებას გეგმავენ.

"მილანს" "ვილიარეალიდან" დაუბრუნდება იჯარით გაშვებული კარლოს ბაკა, თუმცა "როსონერი" არც მის დატოვებას აპირებს და სავარაუდოდ, რომელიმე გუნდში გაასხვისებს.

რომელი ფეხბურთელებით მიიღებს გუნდი შევსებას? ჯენარო გატუზომ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ანდრეა ბელოტი მისი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია და იტალიური პრესაც "ტორინოს" ფორვარდს "სან-სიროს" ბინადრებს აქტიურად უკავშირებს.

ბელოტის მოდის ქალაქში გადაბარგება გასულ ზაფხულსაც შეეძლო, თუმცა კლუბებმა
ფინანსურ საკითხებზე ვერ მოილაპარაკეს.

"მილანთან" დაკავშირებით კიდევ ორი თავდამსხმელის გვარი ვრცელდება. პირველი ალვარო მორატაა, რომელსაც "ჩელსიში" საქმეები არც ისე კარგად აეწყო.

მეორე კი ედინ ჯეკოა, რომელიც "რომას" ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა მარადიული ქალაქიდან აბარგებას მაინც უწინასწარმეტყველებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტორინოდან ბელოტს წაიყვანს მილანი და ტორინო ბელოტის ნაცვლად ბალოტელს იყიდის და ჯეკო რომში დარჩება ასეა ეს )))
ტოტტი
13:50 01-05-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული