სერია A. XXXVI ტურის წინ: მოჩვენებითი ინტრიგა

AutoSharing Option
სერია A-ში მხოლოდ მოჩვენებითი საჩემპიონო ინტრიგა გვაქვს. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი და "იუვენტუსი" 4 ქულით უსწრებს "ნაპოლის". ყოველგვარი საფუძველი გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ ნეაპოლელთა საჩემპიონო მატარებელმა წინა ტურში ჩაიარა, როცა გასვლაზე მძიმე მარცხი იწვნია "ფიორენტინასთან".

ამ ტურში ორივე ლიდერს შედარებით იოლი მატჩი ელის, მეტადრე - "ბებერ ქალბატონს". "იუვენტუსს" შერეული შემადგენლობითაც არ უნდა გაუჭირდეს თითქმის უმოტივაციო "ბოლონიას" დამარცხება. როგორც ჩანს, ტურინელები სეზონს "სკუდეტოთი" დაასრულებენ.

"ნაპოლი" შინ ფავორიტის სტატუსით დაუხვდება "ტორინოს". ამ უკანასკნელს კარგი შემადგენლობა კი ჰყავს, მაგრამ სატურნირო ამოცანები აღარ ამოძრავებს,
თუმცა ხანდახან ისეც ხდება, რომ უმოტივაციო გუნდი უფრო სახიფათოა, რადგან ყოველგვარი წნეხის გარეშე თამაშობს...

დიდი ბრძოლაა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. თუ "ინტერს" უნდა, რომ უმთავრეს ევროტურნირს დაუბრუნდეს, აუცილებლად უნდა დაამარცხოს "უდინეზე", რომელსაც ჯერ კიდევ ემუქრება გავარდნის საფრთხე.

რა თქმა უნდა, შეიძლება არც ამან იკმაროს, მაგრამ მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში, თამამად შეგვიძლია დავწეროთ, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდმა ამ სეზონში ფიასკო განიცადა.

თავიანთი შეხვედრები მოსაგები აქვთ "ლაციოსა" და "რომას". განსაკუთრებით რთული მისია აკისრია "ლაციოს", რომელიც "ატალანტას" ეთამაშება და მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს.

არადა, ბერგამოელებსაც თავიანთი სატურნირო ამოცანები აქვთ. "ატალანტას" სიურპრიზების შეთავაზება რომ შეუძლია, ეს არაერთხელ დამტკიცდა.

ფაქტები
  • "იუვენტუსმა" ბოლო 3 თამაშში მოახერხა "ბოლონიას" ძლევა.
  • "უდინეზემ" პირველი წრის მატჩში "ინტერის" სტუმრად დამარცხება (3:1) მოახერხა.
  • "ჯენოასა" და "ფიორენტინას" შორის ბოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
  • "ლაციოსა" და "ატალანტას" შორის ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ნაპოლიმ" ბოლო 5 მატჩი მოუგო "ტორინოს".

სერია A. XXXVI ტური
შაბათი, 5 მაისი
მილანი-ვერონა 20:00
იუვენტუსი-ბოლონია 22:45

კვირა, 6 მაისი
უდინეზე-ინტერი 14:30
კიევო-კროტონე 17:00
ჯენოა-ფიორენტინა 17:00
ლაციო-ატალანტა 17:00
ნაპოლი-ტორინო 17:00
სპალ-ბენევენტო 17:00
სასუოლო-სამპდორია 20:00
კალიარი-რომა 22:45

ბომბარდირები: 29 - ჩირო იმობილე (ლაციო); 27 - მაურო იკარდი (ინტერი); 21 - პაულო დიბალა (იუვენტუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული