ანდრეა პირლო: ის საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც კი მიმუშავია

AutoSharing Option
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, ანდრეა პირლოს თქმით, საუკეთესო მწვრთნელი, ვისთანაც კი მას უმუშავია, ანტონიო კონტეა.

"მაესტროს" განცხადებით, შესანიშნავი იყო კარლო ანჩელოტისთან ერთად მუშაობაც, თუმცა კონტეს მიდგომა სულ სხვანაირი იყო.

"ის გაძლევდა საუკეთესო მოტივაციას, შემოდიოდა გასახდელში და ყვიროდა შესვენებაზე, თუნდაც წინ 3-ბურთიანი უპირატესობით ვყოფილიყავით", - იხსენებს პირლო.

ანდრეამ პოზიციების მიხედვით, მისთვის საუკეთესო 4 ფეხბურთელი დაასახელა, სადაც ჯიჯი ბუფონი, ალესანდრო ნესტა, ჯენარო გატუზო და რონალდო (ბრაზილიელი) შეიყვანა.

▶ ანდრეა პირლო: იმ დღის შემდეგ კოშმარები მესიზმრებოდა და კარიერის დასრულებას ვფიქრობდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული