მას შემდეგ, რაც "ნაპოლიდან" გოლკიპერი პეპე რეინა გადაიყვანა, როსონერიმ გადაწყვიტა დონარუმას ფასი დააკლოს და ამით რამდენადმე გამოასწოროს თავისი ფინანსური ფეირ-პლეი.
"მილანმა" მისი 55 მილიონ ევროდ გაყიდვა გადაწყვიტა, ამით კლუბის ბიუჯეტსაც შეავსებს და სახელფასო განაკვეთსაც დაზოგავს.
ჯიჯის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სეზონური ხელფასი კი 6 მილიონია.
ადრე "ლივერპულმა" როსონერის ჯანლუიჯის ტრანსფერში 40 მილიონი შესთავაზა, მაგრამ იტალიურმა კლუბმა ორჯერ მეტი მოითხოვა.