"ინტერი" რაჯა ნაინგოლანის სანაცვლოდ 24 მილიონ ევროს გადაიხდის და ორ ფეხბურთელს დათმობს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "ინტერმა" და "რომამ" რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე საბოლოოდ მოილაპარაკეს და ბელგიელი ნახევარმცველი რამდენიმე დღეში მილანში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

გარიგების შედეგად, "ნერაძური" "მგლებს" საბანკო ანგარიშზე 24 მილიონს გადაურიცხავს. ამას გარდა, "ინტერი" "ჯალოროსის" დავიდე სანტონსა და ახალგაზრდული გუნდის წევრ ნიკოლო ზანიოლოსაც დაუთმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, "რომა" მიღებულ 24 მილიონ ევროს პსჟ-დან ხავიერ პასტორეს ტრანსფერისთვის გამოიყენებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული