წყაროს ცნობით, 28 წლის ფორვარდს აეროპორტში "ბიანკოჩელესტის" ფანები შეხვდნენ, რომლებმაც ფეხბურთელს უთხრეს, რომ ის რომში მეფე იყო და სთხოვეს, გუნდში დარჩენილიყო.
იმობილემ კი უპასუხა, რომ მარადიულ ქალაქში ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს.
ჩირომ გასულ სეზონში სერია A-ში 29 გოლი გაიტანა და მაურო იკარდისთან ერთად ბომბარდირთა დავაში I-II ადგილები გაიყო.